საქართველო
ნოდო კოდუა DMEC ლატვიაში
ივლ 30, 2022
ნოდო კოდუამ საოცარი პერფომანსი აჩვენა ევროპის ჩემპიონატზე რიგაში და საკმაოდ დიდი სიმპათიაც დაიმსახურა წამყვანების მხრიდან. ახლა კი თანმიმდევრობით:
კვალიფიკაციის პირველი გარბენზე მრბოლელები მაქსიმუმის ჩვენებას ძირითადად ერიდებიან ხოლმე, რადგან დიდია რისკი ავტომობილის დაზიანების ან ნებისმიერი ფორმით "არშესრულების" (ანუ 0 ქულის) აღების, რის შემდეგაც შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს მეორე გარბენზე გამოსვლა. ამიტომ ძირითადად მე-2 გარბენზე აჩვენებენ ხოლმე დრიფტერები თავის მაქსიმუმს. მიუხედავად ამის ნოდომ ძალიან გაწონასწორებული გარბენი შემოგვთავაზა და 77 ქულა აიღო (100-დან), რაც საკმაოდ კარგი შედეგი იყო 62 მონაწილეში, საიდანაც მხოლოდ 32 აგრძელებს დუელში ბრძოლას. მეორე გარბენისთვის 77 ქულა უკვე ჩადიოდა ქვედა პოზიციებისკენ, რაც ნიშნავდა, რომ ძალიან ძლიერ ოპონენტთან მოუწევდა Top 32-შივე შეხვედრა. ისევ ცივსისხლიანი გარბენი და 81 ქულით მე-19 პოზიციაზე განთავსდა.
Top 32-ში კი ედგარს კროგერისი ელოდა (მე-14 პოზიციით) ლიტვიდან თავისი ულამაზესი მე-2 სერიის BMW-თი. ნოდო კოდუამ კი (გავმეორდები) ისევ ძალიან მაღალი დონის და მობილიზებული გარბენი შემოგვთავაზა, როგორც ლიდერის, ასევე მდევრის პოზიციიდან, რის გამოც სამივე ჟიურიმ ერთხმად ნოდოს გამარჯვებით გადაწყვიტეს!
Top 16-ში კი შეგვხვდა უკვე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი 17 წლის ნიკოლას ბერტანსი (იგივე NikNak-ი), რომელიც კარგად გემახსოვრებათ GDS-ის პირველ ეტაპზე ჟიურობისას. ამაზე გულდასაწყვეტი დუელი არ ყოფილა. კომენტატორის სიტყვებს მოვიშველიებ: "ასეთი გაყოლა ამ weekend-ზე არ მინახავს" "ეს Lead Run კი იყო 95+ ". მიუხედავად პატარა გაუმართლებლობისა ნოდომ ევროპას და საქართველოს აჩვენა, რომ ჩვენ შეგვიძლია მსოფლიო მონსტრებთან ბრძოლა და დიდი მადლობა მას ამისთვის! 💚🙌💨
Qualify #1
Qualify #2
Top 32
Top 16