საქართველო
GVDS - საქართველოს ვირტუალური დრიფტ სერიები 2022
დეკ 26, 2022
დასრულდა 2022 წლის (სადებიუტო) საქართველოს ვირტუალური დრიფტის სერიები, იგივე ჩემპიონატი, სადაც მონაწილეობა მიიღო 25-მა მრბოლელმა. სეზონი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და პირველი 4 ადგილის ბედი ბოლო ეტაპამდე წყდებოდა. საბოლოო ჯამში კი GVDS-ის პირველი ჩემპიონობა სანდრო ჭანტურიამ მოიპოვა და ადგილები კი ასე გადანაწილდა:
🏆 სანდრო ჭანტურია
🥈 მიშო ცისკარიძე
🥉 ილია წიკლაური
აქვე წარმოგიდგენთ 2022 წლის დასრულებულ სატურნირო მდგომარეობას:
გამარჯვებულებს კი შემდეგი პრიზები ერგოთ წილად:
სანდრო ჭანტურია - მიიღებს მონაწილეობას GDS'23-ის ეტაპზე ალექსანდრე ხეროდინაშვილის ავტომობილით. ავტომობილს სრულად გაუმართავს და მოემსახურება ალექსანდრეს გუნდი!
მიშო ცისკარიძე - GDS'23-ის სეზონზე, PRO კლასის მრბოლელის მიერ 5-ვე ეტაპის ტრაექტორიაზე დაიკავებს პასაჟირის სავარძელს!
ილია წიკლაური - GDS'23-ის სეზონის 5-ვე ეტაპზე ექნება VIP საშვი +1 ადამიანთან ერთად, რომლითაც შეძლებს, როგორც სარბოლო, ასევე დახურულ პარკში მრბოლელებთან ურთიერთობას.
ახლა კი 2 სიტყვით მოგახსენებთ თუ რა გზა გავიარეთ იმისთვის, რომ ეს ჩემპიონატი შემდგარიყო:
/// BMW Club Georgia-ს და Next Level Perfomance-ის გუნდების შეთანხმებით საქართველოში პირველად მოხდა ქართული სარბოლო ლოკაციების ზუსტი ანალოგების შექმნა, რაშიც ჩართულები იყვნენ, როგორც არქიტექტორების, ასევე გრაფიკოსების გუნდი. მიუხედავად იმის, რომ ეს საკმაოდ ძვირადღირებული პროექტია - ჩვენ იმედი გვაქვს, რომ GVDS საკმაოდ დიდ პოპულარობას მოიპოვებს მომდევნო წლებში. ჩემპიონატი ჩავატარეთ Simulexe Racing-ის გუნდთან ერთად და სატესტო რეჟიმმა ძალიან კარგად ჩაიარა. ველოდებით უკვე 2023 წლის სეზონს, რომელიც იგეგმება თითოეული Georgian Drift Series-ის ეტაპის 1 კვირით ადრე ანალოგიურ ლოკაციაზე ოღონდ ვირტუალურ სამყაროში. ეს უფრო მეტ ინტერესს გამოიწვევს, როგორც ვირტუალურ დრიფტერებში, ასევე GDS-ის PRO დრიფტერებში, რადგან შესაძლებელი იქნება მოსალოდნელ ეტაპთან ვირტუალურ სამყაროში შეჩვევა.
სეზონის განმავლობაში LIVE სტრიმის კომენტატორები იყვნენ ლევან მიმინოშვილი და გიგი ტუღუში.
ჟიურის შემადგენლობა კი ასე გამოიყურებოდა: ზურა დიასამიძე, მიტო ჩიხლაძე და გიგი ტუღუში.
აქვე გთავაზობთ ჩატარებული 6 ეტაპის LIVE ვიდეო ჩანაწერს:
ეტაპი 1 - რუსთავის ავტოდრომი / პადდოკი
ეტაპი 2 - ხონი / ცენტრალური მოედანი
ეტაპი 3 - რუსთავის ავტოდრომი / T1
ეტაპი 4 - რუსთავის ავტოდრომი / Night Drift პადდოკი
ეტაპი 5 - თბილისი / ხუდადოვი
ეტაპი 6 - რუსთავის ავტოდრომი / Fastest Drift
დიდი მადლობა თითოეულ მონაწილეს, ორგანიზატორს და გულშემატკივარს! შევხვდებით GVDS 2023 წლის სეზონზე!