სიახლეები

საქართველო

GVDS 2022

აპრ 13, 2022
GVDS 2022
🔴 GDS წარმოგიდგენთ საქართველოს ვირტუალურ დრიფტ ჩემპიონატს 🏆 GVDS 2022 (Georgian Virtual Drift Series), რომლის ორგანიზებასაც გამოცდილი გუნდი Simulexe Racing გაუძღვება. სპეციალურად GVDS-ის ყველა ეტაპისთვის დამზადდა ქართული სარბოლო მონაკვეთები, რომლებიც აღებულია GDS-ის მიერ ჩატარებული ღონისძიებებიდან! 🇬🇪 6 ეტაპიანი ჩემპიონატის პირველი შეჯიბრი - 15 აპრილს გაიმართება.

✅ რეგისტრაცია უკვე გახსნილია და გაგრძელდება 13 აპრილის ჩათვლით. რეგისტრაციის საფასური მოცემულია სარეგისტრაციო ფორმაში: https://forms.gle/PWjAweY11dw4C2Vs9


🎉 წარმოგიდგენთ GVDS 2022-ის ჩემპიონის მთავარ პრიზს - 🔴 2023 წლის GDS-ის სეზონზე ნამდვილი ავტომობილით PRO2 კლასში გამოსვლა!!💥 ავტომობილს ტექნიკურად გამართავს, საბურავებით მოამარაგებს, საწვავს ჩაუსხამს და მრბოლელს დაატრენინგებს Drive Racing Team by NLP-ის წევრი - ალექსანდრე ხეროდინაშვილი! დანარჩენ პრიზებსაც მალე შემოგთავაზებთ! 🎁💨 

🥈 II ადგილი - GDS'23-ის სეზონზე, PRO კლასის მრბოლელის მიერ ყველა ეტაპის ტრაექტორიაზე გატარება 🤟💨
🥉 III ადგილი - GDS'23 VIP საშვი, რომლითაც შეძლებთ ყველა ეტაპზე +1 ადამიანთან ერთად უფასოდ შემოსვლას და დახურულ პარკში მრბოლელებთან ურთიერთობას 🆔🆔⚜


პირველი ეტაპის განრიგი
⏩ 14 აპრილი:
20:00 კვალიფიკაციის ბრიფინგი
21:00 კვალიფიკაცია

 15 აპრილი:
20:00 რბოლისწინა ბრიფინგი
21:00 წყვილების გავლები, ძირითადი ბადე

📈 ბრიფინგები ჩატარდება Simulexe Racing-ის დისკორდ ჯგუფში. დისკორდით მოხდება ასევე კომუინიკაცია მონაწილეებთან შეჯიბრის მიმდინარეობისას. დისკორდ ჯგუფში გასაწევრიანებლად გადადით ბმულზე: https://discord.gg/Wz73yJxwQT

⚡ ჩემპიონატში მონაწილეობისთვის დაგჭირდებათ:
- სიმულატორი Assetto Corsa, რომლის შეძენაც შესაძლებელია Steam-ის პლათფორმაზე.
- გამოყენებული იქნება Tujigiri Pro Phase 1 ავტომობილები.
რეგისტრაციისას უნდა აირჩიოთ 1 სასურველი მანქანა, რომლითაც ივლით მთელ ჩემპიონატს. საბურავების არჩევანი არ იქნება დაბლოკილი და შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც საშუალო, ასევე რბილი შემადგენლობის საბურავები.
ავტომობილების გადმოსაწერი ლინკი: https://drive.google.com/u/0/uc?id=1a_diq4r6yV9_QEerTNxjbX7zsvB3fq0J&export=download

🌐 პირველი ეტაპი ჩატარდება GDS'21-ის ფინალური ეტაპის (ავტოდრომის პადდოკის) ტრასის ანალოგიურ ვირტუალურ ვერსიაზე. ტრასის გადმოსაწერი ბმული: https://drive.google.com/file/d/1UK0Jn-gc1qb93WDwr7X-d4xJSHkK7XA-/view?usp=sharing

🚦 მოსამზადებელ პერიოდში გაშვებული იქნება 24/7 სავარჯიშო სერვერი: https://acstuff.ru/s/q:race/online/join?ip=95.211.222.135&httpPort=18368