საქართველო
პირველად საქართველოს დრიფტის ისტორიაში...
თებ 12, 2025
დიდი ბრძოლის შედეგად მივაღწიეთ, რომ საქართველოს ჩემპიონი ფინანსდება და მიიღებს მონაწილეობას საერთაშორისო ჩემპიონატზე. ირაკლი შალიკაშვილს ეს ინფო გალა დაჯილდოებაზე საავტომობილო ფედერაციის წარმომადგენლებმა შეატყობინეს და პირად სპონსორთან ერთად აპირებს საქართველოს სახელის საერთაშორისო ასპარეზზე გატანას!

2025 წლის სეზონზე ირაკლი ივლის ესპანეთის ჩემპიონატს სრულად და მინიმუმ 1 დრიფტ მასტერსის ეტაპს. საკმაოდ დაძაბული ბრძოლა ელის ესპანეთში, რადგან იქ მონაწილეობას მიიღებენ ევორპის საუკეთესო დრიფტერები. ამ ყველაფერს ჩვენ ერთად ვნახავთ, როგორც სოციალურ მედიაში LIVE-ის საშუალებით, ასევე ადგილზე გულშემატკივრობითაც. ამასთან ერთად "შალიკას" არ ავიწყდება, რომ საქართველოში დრიფტის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია და აპირებს GDS-ში ტიტულის შენარჩუნებისთვისაც ახალი ავტომობილით ბრძოლას!

GDS-ის ყველა ეტაპი ისეა დაგეგმილი, რომ ამ არ ემთხვევა არც ერთ საერთაშორისო ეტაპს. ასე რომ დიდი ნაბიჯი გადადგმულია 2025 წლის სეზონისთვის, რაც ალბათ თითოეული დრიფტერის ოცნებაა და სულმოუთმენლად ველით გაზაფხულს!
წარმატებები ვუსურვოთ ირაკლი შალიკაშვილს და აქვე გთავაზობთ ესპანეთის ჩემპიონატის ეტაპების თარიღებს: