სიახლეები

საქართველო

საქართველოს დრიფტის ჩემპიონი - ირაკლი შალიკაშვილი!

ოქტ 08, 2024
საქართველოს დრიფტის ჩემპიონი - ირაკლი შალიკაშვილი!
ირაკლი შალიკაშვილი დრიფტის ჩემპიონია!
2022-ში და 2023-ში ირაკლი ვიცე ჩემპიონი იყო, სადაც სულ ცოტა აკლდებოდა ჩემპიონობამდე! 2024-ში კი შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მომზადებული იყო ჩემპიონატზე. 5 ეტაპიდან 3 გამარჯვება (რუსთავი, ფოთი და ზუგდიდი). ფინალურ ეტაპზე კი სამწუხაროდ ხელი იტკინა, რამაც ხელი შეუშალა მორიგ წარმატებულ გამოსვლაში.



განსხვავება ვიცე ჩემპიონ გიორგი კოდუასთან კი მინიმალური გამოვიდა (427pts vs 418pts), რაც დაძაბულობას თითქმის ბოლომდე ინარჩუნებდა. აქვე მოგაწოდებთ მისი ძალიან მომზადებული ავტომობილის მონაცემებს:
BMW E92 M3 ძარა, სადაც LSX 7.2 ლიტრის ძრავი დევს 750 ცხენის ძალით.

ირაკლის შალიკაშვილის თანაგუნდელი გიგა კალანდია იყო რომელმაც მე-4 პოზიციაზე დაასრულა 2024 წლის სეზონი და ერთად კი 714 ქულით გუნდურ ჩათვლაშიც გამარჯვება მოიპოვეს.



2024 წლის გალა დაჯილდოვებაზეც მათ სამახსოვრო თასები და სიგელებიც გადაეცათ.
ირაკლი შალიკაშვილს კი პირველად საქართველოს დრიფტის სერიების არსებობის პირობებში საავტომობილო ფედერაცია დაპირდა, რომ გაუწევდა თანადაფინანსებას ევროპულ სერიებში მონაწილეობისთვის! ერთად დაველოდოთ 2025 წლის სეზონს და ამ საინტერესო მოვლენების განვითარებას.