სიახლეები

საქართველო

GDS 2024 კალენდარი

იან 14, 2024
GDS 2024 კალენდარი
გამოქვეყნდა 2024 წლის (წინასწარი) კალენდარი, სადაც იგეგმება 5 ან 6 ეტაპი. უფრო დეტალურად მოგახსენებთ ქალაქებს და ლოკაციების სპეციფიკას:

6-7 აპრილს - RIM - უსაფრთხოების და კომფორტის ელემენტების უზრუნველყოფა ყოველთვის უფრო ადვილია ავტოდრომზე, ამიტომ გახსნითი ეტაპი იგეგმება რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე! VIDEO / TICKETS 

1-2 ივნისი - ქუთაისის რკინიგზის სადგური - ეს არის ლოკაცია, რომელსაც საშუალება აქვს ერთერთი საუკეთესო ტექნიკური ტრასა იყოს GDS-ის ეტაპებს შორის. შარშან ცუდი საფარის გამო ვერ განვახორციელეთ ის ჩანაფიქრები რაც ქუთაისისთვის გვქონდა. წელს ადგილობრივი მთავრობა დაგვპირდა, რომ სრულად დაეგება საფარი რკინიგზის ტერიტორიაზე, რაც საშუალებას მოგვცემს საუკეთესო შოუს შემოთავაზებისთვის. VIDEO

13-14 ივლისი - ფოთის ნახევარრკალი - უდიდესი სირთულის და ერთერთი საუკეთესო ეტაპი ფოთში გამოგვივიდა შარშან, რის უფრო დახვეწასაც ვგეგმავთ, პატარა გზის არათანაბარი მონაკვეთის შეკეთებით. ეს საშუალებას მოგვცემს უფრო ახლო და დაძაბული დუელები ვიხილოთ PRO კლასის დრიფტერებს შორის. VIDEO

10-11 აგვისტო - ზუგდიდი - ყოველთვის დიდი მოლოდინია ზუგდიდიდს ეტაპის მიმართ, რაც მოლოდინებს ყოველთვის ამართლებს გულშემატკივრის აქტიური აპლოდისმენტებით და ძალიან ტექნიკური გზით! წელსაც შემოგთავაზებთ ამ ლამაზ სანახაობას! VIDEO

5-6 ოქტომბერი - თბილისი (ჯერ არაა გადაწყვეტილი)ფინალური ეტაპი იგეგმება, რომ იყოს 2 ეტაპიანი ან 2x ქულებით. ლოკაციის შერჩევისთანავე მოხდება ამ პირობის გადაწყვეტაც. (23-ის ფინალის VIDEO)

        *არსებული კალენდარი სრულიად დახვეწილია, მაგრამ შეიძლება შეიცვალოს შემდეგი 30 დღის განმავლობაში, რადგან გვაქვს დიდი გეგმები და ცვლილებები, რაც ბევრი დეტალის შეთანხმებას მოითხოვს.