საქართველო
GDS ზუგდიდი 2024
აგვ 12, 2024
10-11 აგვისტოს, ზუგდიდმა betlive Racing Season 2024-ის ფარგლებში, Georgian Drift Series-ის მე-4 ეტაპს უმასპინძლა. ღონისძიება ზუგდიდის ავტოსადგურის მოედანზე ჩატარდა. მხარდაჭერისთვის გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ ზუგდიდის მერიას და მერს ბ-ნ მამუკა წოწერიას!
შაბათს ჩატარდა კვალიფიკაცია სადაც გამარჯვებული ალექსანდრე ხეროდინაშვილი გახდა, შედეგები კი შემდეგნაირად გადანაწილდა:
კვირას ალექსანდრეს 2 ძალიან ძლიერი შეჯახება მოუვიდა, რის გამოც გამოეთიშა ბრძოლას. საავტომობილო სპორტის ფედერაციამ კი არ მისცა ნოდო კოდუას უფლება ღონისძიებაზე მონაწილეობის, რადგან ჩვენს 4 გზის ჩემპიონს გამორჩა ლიცენზიის განახლება. მთელ ამ დრამატურგიას ჩვენს Kiss the Wall-ის მე-4 სერიაში შეგიძლიათ უყუროთ.
ამ დღეს საუკეთესო გარბენები ფინალში ირაკლი შალიკაშვილმა და შაკი (შალვა აჯიაშვილმა) შემოგვთავაზა, სადაც გამარჯვებული ირაკლი შალიკაშვილი გახდა! მე-3 ადგილი კი გიგა კალანდიამ დაიკავა, რომელმაც ჯერ ნუკრი სალია, შემდეგ კი ნიკოლოზ დოლიძე დაამარცხა.
ღონისძიება საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის ლიცენზიით და საქართველოს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანადგომით ტარდება.
გთავაზობთ ღონისძიების LIVE ჩანაწერს:
შაბათს ჩატარდა კვალიფიკაცია სადაც გამარჯვებული ალექსანდრე ხეროდინაშვილი გახდა, შედეგები კი შემდეგნაირად გადანაწილდა:
# | RaceName | Run 1 | Run 2 | Best |
999 | A. Kherodinashvili | 92 | 86.5 | 92 |
17 | Giga Kalandia | 84.5 | 58.5 | 84.5 |
19 | Giorgi Grigalashvili | 68 | 82 | 82 |
43 | Shak | 81 | 81.5 | 81.5 |
33 | Giorgi Kodua | 80.5 | 0 | 80.5 |
100 | Irakli Shalikashvili | 0 | 72 | 72 |
28 | Nukri Salia | 0 | 72 | 72 |
29 | Nikoloz Dolidze | 52.5 | 0 | 52.5 |
131 | Giga Chumburidze | 0 | 47 | 47 |
35 | Suren Kamalian | 37 | 42 | 42 |
357 | Parviz Azizov | 37 | 40 | 40 |
16 | Samson Tsikarishvili | 0 | 39 | 39 |
111 | Nodo Kodua | DNS | DNS | 0 |
ამ დღეს საუკეთესო გარბენები ფინალში ირაკლი შალიკაშვილმა და შაკი (შალვა აჯიაშვილმა) შემოგვთავაზა, სადაც გამარჯვებული ირაკლი შალიკაშვილი გახდა! მე-3 ადგილი კი გიგა კალანდიამ დაიკავა, რომელმაც ჯერ ნუკრი სალია, შემდეგ კი ნიკოლოზ დოლიძე დაამარცხა.
გიგა კალანდია
აქვე გთავაზობთ სატურნირო მდგომარეობას.