სიახლეები

საქართველო

ზუგდიდის ეტაპის მიმოხილვა

აგვ 23, 2022
ზუგდიდის ეტაპის მიმოხილვა
 

ოფიციალური ფოტოალბომი #1
ოფიციალური ფოტოალბომი #2


- საორგანიზაციო სამუშაოები -

ზუგდიდის ეტაპი 2021-ში დაიგეგმა და დაიწყო მუშაობა ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან ერთად. მიუხედავად ამის მაინც დიდი პრობლემები შეგვექმნა და 50/50-ზე იყო ბოლო დღეებში მისი ჩატარება, ვინაიდან კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა როგორც ხალხის ასევე დრიფტერების უსაფრთხოება. ასევე პრობლემები შეიქმნა უამრავი წერილის რთულ ტრაფიკთან ადგილობრივ სტრუქტურებში. საბოლოოდ ხალხის იზოლაციისთვის (ცნობილი) 500-ის მაგივრად 50 რკინის ჯებირი დაგვრჩა, საიდანაც საპატრულომ კიდევ 20 ცალი აიღო გზების გადასაკეტად. მთელ დასავლეთ საქართველოში არსებული ბეტონები (დაახლოებით 200 ტონა) კი ჩავზიდეთ "შორიდან" 10-10 ტონიან რეისებად, რასაც თან ახლავდა პრობლემების რიგი, როგორიცაა ამ მზიდების რეგიონებში არ არსებობა თუ პროცესში გაფუჭება. ასევე პრობლემა იყო, როგორც Live-სტრიმის ჩაყვანაზე, ასევე აუდიო აპარატურაზე და მაღალი ჯებირების არსებობა / ჩატანაზეც. დრიფტერების მხარესაც არ ჩაუვლია უპრობლემოდ - გემახსოვრებათ ხონის ეტაპზე ჩვენ ავიღეთ ავტომობილების ტრანსპორტირება და გვინდოდა იგივე გაგვეკეთებინა ამ ეტაპზეც, მიუხედავად იმის, რომ ამჟამად 1 ავტომობილის გადაადგილება 2-ჯერ არის უკვე გაძვირებული. დიდი ბრძოლის შედეგად მაინც მოვახერხეთ PRO კლასისთვის უფასო ლოჯისტიკა და 27 ავტომობილი ჩავიდა ზუგდიდში 3 ავტომზიდით (საიდანაც 1-მა "დაასტუკა"). ამ პრობლემებთან შედარებით მცირე თემებზე, რომ აღარ მოგაწყინოთ საუბრით - გეტყვით, რომ დიდი ნებისყოფა და პროცესის გავლა დაგვჭირდა, რომ ღონისძიებისთვის მწვანე სინათლე ანთებულიყო. გვსურს ამ პროცესებში აქტიური თანადგომისთვის დიდი მადლობა გადავუხადოთ შსს-ს, სსსფ-ს, ზუგდიდის მერს, ადგილობრივი საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელებს. ასევე არ გამოვტოვებთ ახალგაზრდა ბიჭებს დავით სარსანიას ხელმძღვანელობით და ღონისძიების სპორტული ხელმძღვანელის, ლაშა ჭანტურიას + მარშლების გუნდს, რომლის სტაბილურ მუშაობას უკვე ყველა მივეჩვიეთ და დიდი მადლობა მათაც ეკუთვნით უამრავ ექსტრემალურ სიტუაციაში სწორი ქმედებებისთვის. არ გამოგვრჩეს დიდი მოვლენაც ჩვენს ჟიურის შემადგენლობაში - ევროპის ex-ჩემპიონი ადამ ზალევსკი, რომელიც მყარად გვიდგას გვერდში უკვე 2 ეტაპია! ამ ღონისძიებამ საბოლოო ჯამში წაიღო ჩვენი ენერგიის და (სეზონის) ფინანსური დაფინანსების უდიდესი ნაწილი და ალბათ მომავალი ივენთი ზუგდიდში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა, რომ არა ის ოვაციები, სითბო და თანადგომა, რაც ხალხმა ადგილზე დაგვახვედრა...






მარკეტინგული აქტივობა -

GDS-მა სპეციალურად არ განახორციელა ღონისძიების არანაირი რეკლამა გარდა Facebook Event-ისა, რადგან ვიცოდით, რომ მიუხედავად ადგილობრივი ძალოვანი სტრუქტურების მობილიზების, საშუალება არ იქნებოდა ძალიან დიდ მასასთან დახვედრის და კონტროლის. ღონისძიება როგორც ველოდით იყო სრულიად გადავსებული შენობების და ტექნიკის სახურავებზე ასვლის ჩათვლით. სოციალურ ქსელებში კი რეკორდულ ნიშნულებზე იყო 100 000-ობით ნახვებით, როგორც ოფიციალურ გვერდებზე, ასევე ვლოგერების თუ ჟურნალისტების მხარეს. ყვითელი პრესაც არ ჩამორჩენია ამ ყველაფერს ინტრიგნულ დეზინფორმაციებზე ხელის მოთბობის მცდელობებით, რასაც ჩვენი მრბოლელები და გულშემატკივრები დიდი ენთუზიაზმით აცამტვერებდნენ. LIVE ტრანსლაციის სრულ სტრიმზე კი სტაბილური 2.5K მაყურებელი იყო (ჯამში 100 000 ნახვით), რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია სხვა მსოფლიო ივენთებთან შედარებისას (DMEC კვალიფიკაციის LIVE საშუალოდ 8K და ჯამური 110 000 ნახვით). აქვე ბოდიშს მოვიხდით, რომ გულშემატკივრისთვის დაბეჭდილი დროშები 1/10-საც არ ეყო - შემდეგში ბევრად მომზადებული ჩამოვალთ!




- შეჯიბრი -

PRO2
მოგეხსენებათ ზუგდიდში ჩატარდა რუსთავის ავტოდრომზე გადადებული ეტაპიც, სადაც PRO2 კლასმა მე-2 ეტაპი სრულად იარა, მე-3 ეტაპზე პოდიუმი კი შემდეგნაირად გამოიყურება: 
I ადგილი - თორნიკე კოკაია "ფოთელი" - 72 ქულიანი ფინალური გარბენით.
II ადგილი - მათე როჭიკაშვილი -  69 ქულიანი ფინალური გარბენით.
III ადგილი - სანდრო ხალვაში - 66 ქულიანი ფინალური გარბენით.
აქვე შეგიძლიათ ნახოთ 2022 წლის სატურნირო მდგომარეობაც.



-------------------------------------------




PRO

შაბათს ჩატარდა რუსთავში გადადებული მე-2 ეტაპი სადაც მრბოლელები "გახურდნენ" და კვირას კი ჩვეულებრივი ამერიკული "demolition show" მოუწყვეს მაყურებელს უამრავი შეჯახებით და ექსტრემალური გავლებით. ახლა კი უფრო დეტალურად:
20 მრბოლელიდან შაბათს მხოლოდ 18 წარსდგა მოედანზე - სამწუხაროდ ვერ მოასწრო ავტომობილის მომზადება იმ მომენტისთვის ჩემპიონატის ლიდერმა - ვახო ხურციძემ. ასევე აზერბაიჯანიდან არ შემოუშვეს ჩვენი მეგობარი დრიფტერების ავტომობილები, რის გამოც ჯეიუნ სულეიმანოვმა ადგილზე შეიძინა დრიფტქარი, რითიც წარსდგა ჩვენს წინაშე. ნოდო კოდუამ კი ევროპის ჩემპიონატიდან (ლატვიიდან) სამყარო გადმოლახა და თავისი ავტომობილით წარსდგა მშობლიურ მხარეში. ბევრი სანახაობრივი გარბენი ვიხილეთ ჩვენი დრიფტერების შესრულებით, სადაც ალექსანდრე ხეროდინაშვილს ერთდროულად გადაძვრა 2-ვე საბურავი, იტაი სადეს დაუტრიალდა ავტომობილი მევლუდთან დუელისას, ირაკლი ფიფიამ ტოპ-8-ში თავისი ტექნიკური დრო გუგა კირვალიძეს დაუთმო (რითიც მოუგო შემდეგ გუგამ) და საბოლოოდ კი 1/2 ფინალში ერთ მხარე დაგვრჩნენ 3 გზის ჩემპიონები - ნოდო კოდუა vs გუგა კირვალიძე და მეორე მხარეს კი ირაკლი შალიკაშვილი მევლუდ მელაძის წინააღმდეგ. გუგას ლიდერობისას (თავის სტილში) დიდი კუთხით შესვლისას დაუტრიალდა ავტომობილი და ფინალის საგზური აჩუქა ნოდოს. მევლუდ მელაძემ კი სტაბილური გარბენით აჯობა ირაკლის და ნოდოს მოუწია თავის მასწავლებელთან შეხვედრა. შაბათს კი ყველაფერი ისე დასრულდა როგორც მამულს გაუხარდებოდა - ნოდომ პირველი გამარჯვება მოიპოვა ზუგდიდში! მე-3 ადგილი კი ირაკლი შალიკაშვილმა დაიკავა.




მე-3 ეტაპისთვის (კვირისთვის) კვალიფიკაცია კი ასე განვითარდა:
I ადგილი - ნოდო კოდუა - 92 ქულიანი გარბენით.
II ადგილი - მევლუდ მელაძე - 90 ქულიანი გარბენით.
III ადგილი - გიორგი კოდუა - 86 ქულიანი გარბენით.


*** გვინდა ავღნიშნოთ, რომ პირველი შემთხვევა იყო, როდესაც პოდიუმზე არ იწუწავეს შამპანიურით - კვირისთვის შეინახეს ფორმები.





ახლა კი უფრო დეტალურად კვირის შეჯიბრზე:
სამწუხაროდ ვარჯიშებზევე დაიმტვრა გიორგი მოსეშვილი თავისი ლამაზი E46-ით. საკმაოდ კარგი სანახაობა შემოგვთავაზა თემო სამხარაძემ ნოდო კოდუასთან ბრძოლაში, რაც მომავლისთვის დიდ იმედებს გვაძლევს მის გარშემო. აგრესიული და სწრაფი იყო ასევე გიორგი გრიგალაშვილი, რომელმაც შაბათს გიგა კალანდიას, კვირას კი დავით ნუცუბიძის დამარცხება მოახერხა. გიგა კალანდიამ კი თავისი ლამაზი ავტომობილით ბევრი აპლოდისმენტი დაიმსახურა მშობლიურ კუთხეში ზუგდიდელებისგან - მისი ავტომობილი შაბათს დაზიანდა, თუმცა გუნდმა 1 ღამეშივე სრულად შეაკეთა. ასევე შედგა ჯაბა სოროზანიშვილის დებიუტი, რომელმაც ავტომობილი არ დაინდო და მაქსიმალურად რისკავდა ზონების ფართოდ აღებას. გიორგი კოდუას ეტყობოდა, რომ გრძნობდა ავტომობილსაც და იმ პოზიტიურ აურასაც რაც მის გარშემო იყო, საბოლოოდ კი პატარა კორექციის გამო 16 წლის იტაი სადესთან დამარცხდა ტოპ-8-ში. სამწუხაროდ არ გაუმართლა დაჩი თაქთაქიშვილს, რომელმაც ტექნიკური გაუმართავობის გამო მართვა დაკარგა და დიდი ძალით შეეჯახა ბეტონის ჯებირებს.



უფრო შოკისმომგვრელი კი მევლუდ მელაძის ამობრუნება იყო ალექსანდრე ხეროდინაშვილთან ბრძოლაში. ხალხის აპლოდისმენტები კი არ ჩერდებოდა, როდესაც ამოყირავებიდან 3-5 წამში მევლუდი უკვე გადმოსული იყო!




საბოლოოდ კი 1/2 ფინალებში ერთ მხარეს შედგა ნოდო კოდუასა და ირაკლი შალიკაშვილის დუელი, ხოლო მეორე მხარეს ალექსანდრე ხეროდინაშვილის და იტაი სადეს დუელი. აქვე გვსურს ავღნიშნოთ, რომ ეს იტაის პირველი წარმატება იყო GDS-ში მოღვაწეობის ფარგლებში. მიუხედავად იმის, რომ ირაკლის ნახევარი ძრავი ავარიულ რეჟიმში უმუშავებდა ლამაზი სანახაობა შემოგვთავაზეს, სადაც ნოდომ გაიმარჯვა და შეხვდა საკმაოდ სწრაფ ალექსანდრე ხეროდინაშვილს. ამ დუელის განხილვა ძალიან შორს წაგვიყვანს - ერთს გეტყვით, რომ ეს უნდა ნახოთ თქვენით და თქვენითვე შეაფასოთ. 




ნოდო კოდუამ მშობლიურ ზუგდიდში კი "დუბლი" შეასრულა და ჩემპიონატის სათავეშიც მოექცა. ძალიან გვიხარია, რომ გულშემატკივარმა ნოდო ჰაერში აგდების თუ დიდი ფოტოსესიის შემდეგ ჩვენც გადმოგვცა და 20 წუთის დაგვიანებით ჩატარდა დაჯილდოებაც, სადაც ნოდო კოდუას მედალი ადგილობრივმა თვალებანთებულმა ბიჭმა ჩამოკიდა, რომელმაც ძალიან გვთხოვა ნოდოს დაჯილდოება, თასი კი ზუგდიდის მერმა გადასცა. ძალიან დიდი ემოცია და ენერგია დაიხარჯა ამ ყველაფერზე როგორც ორგანიზატორების, ასევე დრიფტერების მხრიდან - ჯამში კი მივიღეთ ის სანახაობა, რაზეც საუბრობენ და ისაუბრებენ.



დიდი მადლობა სოკარ ჯორჯია პეტროლეუმს, რომელმაც ზუგდიდში გამარჯვებულებს 2 ტონა უმაღლესი ხარისხის საწვავი გადასცა პრიზებად + PRO კლასის მონაწილეებს კი უფასოდ უმასპინძლდებოდა შეჯიბრის განმავლობაში.

ასევე დიდი მადლობა:
ლენოვო ჯორჯიას
დრაივ ენერჯის
და ყველა ჩვენს პარტნიორს!

ჩვენ უკვე ფინალურ ეტაპზე შევხვდებით ოქტომბერში! პატივისცემით Georgian Drift Series