სიახლეები

საქართველო

GDS-ის I ეტაპი ჩატარდა!

აპრ 07, 2025
GDS-ის I ეტაპი ჩატარდა!

     BMW Club Georgia-ს ორგანიზებით, betlive Racing Season 2025-ის ფარგლებში რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატის I ეტაპი დრიფტში, სადაც რეკორდული დასწრება იყო და აბსოლუტურად ყველა ბილეთი გაიყიდა. ჩემპიონატში მონაწილეობდა 10 ქართველი, 6 აზერბაიჯანელი, 1 უკრაინელი და 1 ებრაელი პროფესიონალი დრიფტერი. აღსანიშნავია, რომ ისრაელის წარმომადგენელი 15 წლის გოგონაა, რომელიც ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვიდა საერთაშორისო ჟიურის კოლეგიაც, რომელმაც ჩვენი დრიფტერების გარბენებს მაღალი შეფასება დაუწერა. შეჯიბრი ტარდება საქართველოს სპორტის სამინისტროს თანადგომით და ლიცენზირებულია საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის მიერ.

კვალიფიკაციის შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:

19 Giorgi Grigalashvili 88 94 94
33 Giorgi Kodua 89.5 92 92
43 Shalva Ajiashvili Shak 82 88.5 88.5
599 Yeva Ivanov 75 85.5 85.5
79 Farid Guliyev 73.5 84.5 84.5
555 Jeyhun Suleymanov 84 69 84
23 Irakli Pipia 0 84 84
700 Rahman Shixalyev 69 80.5 80.5
35 Suren Kamaliani 77 65.5 77
357 Parviz Azizov 77 0 77
18 Zuka Odzelashvili 73 0 73
3 George Sarishvili 69 0 69
7 Omiko Panchulidze 0 67 67
540 Xayal Agdjabeyli 0 60 60
29 Nikoloz Dolidze 60 0 60
888 Elchin Mammadov 49 50 50
28 Nukri Salia DNS DNS DNS
100 Irakli Shalikashvili DNS DNS DNS


რეგისტრაციის შემდეგ ტექ. გაუმართაობის თუ ტექ. მოთხოვნების ვერჩაბარების გამო მონაწილეობა ვერ მიიღეს ასევე ამ დრიფტერებმა:

120 Lasha Ghvaladze BMW E34 M113 5.0 / 300 HP
90 Givi Bibileishvili BMW E92 Eurofighter LSX 6.8 SC / 900 HP
460 Luka Gharibashvili BMW E46 M104 3.2 T / 600 HP
70 Levani Gelashvili Subaru Legacy V8 LS swap V8 / 355 HP
112 Rauf Dadashzadeh BMW E46 M3 2JZ 3.0 T / 700 HP


ამინდი მიუხედავად ქარის საკმაოდ თბილი გამოდგა და ღონისძიებამაც საკმაოდ დიდი ადრენალინით ჩაიარა. ღონისძიებაზე დრიფტერებმა უმაღლესი კლასი აჩვენეს და ადგილებიც ასე გადანაწილდა:

  1. გიორგი გრიგალაშვილი (GE) Toyota GT86 M113 5.5 SC / 555 ცხ/ძ
  2. ჯეიჰუნ სულეიმანოვი (AZR) BMW E30 M113 5.0 / 306 HP ცხ/ძ
  3. ევა ივანოვი (ISRL) BMW E46 LS3 6.2 / 450 ცხ/ძ

მათ შორის ასევე განაწილდა საპრიზო ფონდი: I – 5000 ₾; II – 2500 ₾; III – 1000 ₾.

სატურნირო მდგომარეობა შეგიძლიათ ნახოთ აქ

შემდეგი ეტაპი უკვე 1 ივნისს გაიმართება!