სიახლეები

საქართველო

GDS ქუთაისის მიმოხილვა

ივლ 31, 2023
GDS ქუთაისის მიმოხილვა
GDS ქუთაისის ეტაპს ძალიან ბევრი ადამიანი დაესწრო, რაც რეგიონში დრიფტისადმი დიდ სიყვარულს გამოხატავს!

16 ივლისს, Leaderbet Racing Season 2023-ის ფარგლებში, ქუთაისის რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე GDS-ის მე-3 ეტაპი გაიმართა. ფოთის ეტაპის შემდეგ უკვე ვიცოდით, რომ უდიდესი ენერგია იქნებოდა საჭირო ქუთაისის ეტაპის ჩასატარებლად. იყო ბევრი სირთულეც, საიდანაც ყველაზე მნიშვნელოვანი გზის ცუდი საფარი იყო, რომელიც მერიის დაპირებით უნდა შეკეთებულიყო, მაგრამ ბოლო დღემდე არ შესრულდა. ამან ბევრი ტექნიკური პრობლემა გამოიწვია ჩვენს მრბოლელებში, მაგრამ მიუხედავად წინაღობების მაინც ბოლომდე რისკავდნენ პროფესიონალი დრიფტერები!

კვალიფიკაციის წინა დღეს ჩემპიონატის ლიდერს - ირაკლი შალიკაშვილს ჯერ კარდანი გაუტყდა ავტომობილზე, შემდეგ კი ძრავიც გამოვიდა მწყობრიდან. ქულები, რომ არ დაეკარგა სანდრო ცხადაძეს ეთხოვა დრიფტ ქარი, რომელიც 50% იყო მზად შეჯიბრისთვის. მიუხედავად ამის ირაკლიმ ყველაფერი გააკეთა, რომ პედისტალზე დამდგარიყო!

ტესტებზე ასევე გამოვიდა მწყობრიდან ჯაბა სოროზანიშვილის ძრავიც, კვალიფიკაციის შემდეგ კი ნოდო კოდუას ძრავიც. ეს დიდი დარტყმა იყო ნოდოსთვის, რადგან მას კვალიფიკაციის შემდეგ აღარ შეეძლო ავტომობილის შეცვლა და ბევრი ქულის დაკარგა მოუწია ჩემპიონატში.

კვირას, ძირითად რბოლაზე უამრავი მაყურებელი დაესწრო მოედანს, რაც დამატებით მოტივაციას აძლევდა დრიფტერებს საუკეთესო გარბენების ჩასატარებლად. წარმოგიდგენთ გამარჯვებულებს 🤘💨 


🏆 მევლუდ მელაძე
🥈 ირაკლი შალიკაშვილი
🥉 ვახო ხურციძე

📸🎞 ფოტოალბომში კი შეგიძლიათ ჩვენი პროფესიონალი ფოტოგრაფების მიერ გადაღებული ულამაზესი ფოტოების დათვალიერება 


🟠 Leaderbet Racing Season 2023

უდიდესი მადლობა ქუთაისს და ყველას ვინც გვერდში გვედგა ამ დიდ ღონისძიებაზე ❤️