სიახლეები

საქართველო

GDS ქუთაისი 2024

ივნ 06, 2024
GDS ქუთაისი 2024
1-2 ივნისს, ქუთაისმა betlive Racing Season 2024-ის ფარგლებში, Georgian Drift Series-ის მე-2 ეტაპს უმასპინძლა. ღონისძიება ქუთაისის რკინიგზის სადგურთან არსებულ მოედანზე ჩატარდა, სადაც ასფალტის საფარი სპეციალურად დრიფტის ჩემპიონატისთვის განახლდა. ამისთვის კი დიდი მადლობა ქუთაისის მერია და იმერეთის გუბერნატორს, ბ-ნ ზვიად შალამბერიძეს!



შაბათს ჩატარდა კვალიფიკაცია სადაც გამარჯვებული ირაკლი შალიკაშვილი გახდა, შედეგები კი შემდეგნაირად გადანაწილდა:


100 Irakli Shalikashvili BMW E92 M3 LSX 7.2 / 750 HP 97
33 Giorgi Kodua BMW E82 1M - 2JZ 3.0T / 500 HP 94
43 Shak BMW E36 5.0SC / 520 HP 92
999 Aleksandre Kherodinashvili Nissan Silvia S14 2JZ 3.0T / 700 HP 87
25 Dato Cheishvili BMW E30 M50 2.8T / 444 HP 84
8 Giorgi Moseshvili BMW E82 M113 5.0 / 300 HP 84
79 Farid Guliyev BMW E30 M113 5.5 / 431 HP 82
17 Giga Kalandia BMW E92 & Nissan 200SX 2JZ T / 520 HP 81
131 Giga Chumburidze BMW E46 M3 M104 3.2T / 600 HP 79
500 Mate Rochikashvili BMW E36 LQ9 6.0 / 400 HP 78
40 Irakli Berulava BMW E92 Rocket Bunny N54 3.0T / 450 HP 76
90 Givi Bibileishvili BMW E46 M3 LS3 7.0SC / 800 HP 74
16 Samson Tsikarishvili Toyota Chaser JZX100 M113 5.0 / 301 HP 72
19 Giorgi Grigalashvili Toyota GT86 M113 5.5SC / 550 HP 69
555 Jeyhun Suleymanov BMW E36 M113 5.0 / 306 HP 65
35 Suren Kamalian BMW E30 M113 5.0 / 320 HP 63
404 Lasha Kapanadze BMW E36 M113 5.0 / 306 HP 49
29 Nikoloz Dolidze BMW E46 M3 LS3 6.2 / 450 HP 48
460 Luka Gharibashvili BMW E46 M104 3.2T / 600 HP 41
7 Omiko Phanchulidze BMW E82 1M M113 5.0 / 310 HP 40
540 Xayal Agcabeyli BMW E30 M113 5.5 / 360 HP 0
20 Simon Guntsadze BMW F22 B58 3.0T / 600 HP 0
120 Lasha Ghvaladze BMW E34 M113 5.0SC / 500 HP 0
28 Nukri Salia MB 190 M113 5.0SC / 444 HP 0

კვალიფიკაციიდან რბოლას 4 მონაწილე გამოეთიშა, რომლებმაც 0 ქულა აიღეს.

კვირას, 2 ივნისს კი შეჯიბრი ბევრი მოულოდნელობებით იყო სავსე. Top 16-ში სამსონთან ბრძოლისას ალექსანდრე ხეროდინაშვილის ძრავი გასკდა და ავტომობილი აალდა. ბუნებრივია ალექსანდრეც გამოეთიშა ბრძოლას



ამ დღეს იღბალი სამსონ წიქარიშვილისკენ იყო, რომელმაც ომიკო ფანჩულიძე, ალექსანდრე ხეროდინაშვილი და ირაკლი შალიკაშვილი დაამარცხა. ფინალში კი გიორგი კოდუა შეხვდა, რომელმაც თავის კარიერაში პირველი გამარჯვება მოიპოვა დრიფტის ჩემპიონატზე. მე-3 ადგილზე კი გიორგი გრიგალაშვილი გავიდა.

🏆 გიორგი კოდუა
🥈 სამსონ წიქარიშვილი
🥉 გიორგი გრიგალაშვილი




ღონისძიება Georgian Automobile Sport Federation-ის ლიცენზიით და საქართველოს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანადგომით ტარდება.

გთავაზობთ ღონისძიების LIVE ჩანაწერს: