სიახლეები

საქართველო

GDS ფოთი 2024

ივლ 15, 2024
GDS ფოთი 2024
13-14 ივლისს, ფოთმა betlive Racing Season 2024-ის ფარგლებში, Georgian Drift Series-ის მე-3 ეტაპს უმასპინძლა. ღონისძიება ფოთის ცენტრალურ მოედანზე (რუსთაველის ნახევარრკალზე) ჩატარდა. მხარდაჭერისთვის გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ ფოთის მერიას და მერს ბ-ნ ბექა ვაჭარაძეს!



შაბათს ჩატარდა კვალიფიკაცია სადაც გამარჯვებული ირაკლი ბერულავა გახდა, შედეგები კი შემდეგნაირად გადანაწილდა:

# Drifter Car + Engine Run 1 Run 2 Best
40 Irakli Berulava BMW E92 Rocket Bunny N54 3.0T / 450 HP 95 78 95
19 Giorgi Grigalashvili Toyota GT86 M113 5.5SC / 550 HP 91.5 87.5 91.5
100 Irakli Shalikashvili BMW E92 M3 LSX 7.2 / 750 HP 87.5 89.5 89.5
131 Giga Chumburidze BMW E46 M3 M104 3.2T / 600 HP 82 86.5 86.5
43 Shak BMW E36 5.0SC / 520 HP 86 81.5 86
999 Aleksandre Kherodinashvili Nissan Silvia S14 2JZ 3.0T / 700 HP 75.5 85.25 85.25
17 Giga Kalandia BMW E92 & Nissan 200SX 2JZ T / 520 HP 82 80 82
33 Giorgi Kodua BMW E82 1M - 2JZ 3.0T / 500 HP 78 0 78
29 Nikoloz Dolidze BMW E46 M3 LS3 6.2 / 450 HP 67 71 71
16 Samson Tsikarishvili Toyota Chaser JZX100 M113 5.0 / 301 HP 0 64.5 64.5
28 Nukri Salia MB 190 M113 5.0SC / 300 HP 56 61.5 61.5
540 Xayal Agcabeyli BMW E30 M113 5.5 / 380 HP 42.5 61 61
555 Jeyhun Suleymanov BMW E36 M113 5.0 / 306 HP 57 0 57
35 Suren Kamalian BMW E30 M113 5.0 / 320 HP 51 0 51
357 Parviz Azizov BMW E30 2JZ GTE 3.0T / 600 HP 0 44.5 44.5
79 Farid Guliyev BMW E30 M113 5.5 / 431 HP 0 43.5 43.5
888 Elchin Mammadov BMW E30 M60 4.0 / 280 HP 0 29.5 29.5


კვირას კი შეჯიბრი ბევრი მოულოდნელობებით და ტექნიკური მიზეზების გამო გამოთიშვებით იყო სავსე. Top 16-ში კვალიფიკაციის ლიდერი, ირაკლი ბერულავა კედელთან მცირე კონტაქტის გამო გამოეთიშა, რადგან ვეღარ მოასწრო 5 წუთში ავტომობილის შეკეთება. გიგა ჭუმბურიძის ავტომობილის შეკეთებას კი დიდი გუნდი ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ და ჯეიჰუნ სულეიმანოვთან დუელში გამოვარდა. მთელ ამ დრამატურგიას ჩვენს Kiss the Wall-ის მე-3 სერიაში შეგიძლიათ უყუროთ.



ამ დღეს საუკეთესო გარბენები ირაკლი შალიკაშვილმა შემოგვთავაზა, რომელმაც სურენ კამალიანი, ალექსანდრე ხეროდინაშვილიგიორგი გრიგალაშვილი და ფინალში  გიორგი კოდუა დაამარცხა. მე-3 ადგილზე კი შაკი (შალვა აჯიაშვილი) გავიდა.



ღონისძიება Georgian Automobile Sport Federation-ის ლიცენზიით და საქართველოს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანადგომით ტარდება.

გთავაზობთ ღონისძიების LIVE ჩანაწერს: