სიახლეები

საქართველო

Fastest Drift 2024

ოქტ 07, 2024
Fastest Drift 2024
6 ოქტომბერს, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომმა betlive Racing Season 2024-ის ფარგლებში, Georgian Drift Series-ის ფინალურ და ყველაზე ექსტრემალურ ეტაპს უმასპინძლა. ეს ტრასა გამოირჩევა მაღალი სიჩქარით სადაც მოწყვეტა 160-დან 180 კმ/სთ-ის ფარგლებშია.



კვალიფიკაციის გამარჯვებული გიგა კალანდია გახდა, შედეგები კი შემდეგნაირად გადანაწილდა:

# Drifter Car + Engine Run 1 Run 2 Best
17 Giga Kalandia Nissan 200SX 2JZ T / 520 HP 63 93 93
28 Nukri Salia MB 190 M113 5.0SC / 300 HP 91.5 0 91.5
33 Giorgi Kodua BMW E82 1M - 2JZ 3.0T / 1000HP 0 89.5 89.5
100 Irakli Shalikashvili BMW E92 M3 LSX 7.2 / 750 HP 73 87 87
19 Giorgi Grigalashvili Toyota GT86 M113 5.5SC / 550 HP 83.5 84.5 84.5
111 Nodo Kodua Subaru BRZ M104 3.2 T / 470 HP 80.5 0 80.5
20 Simon Guntsadze BMW F22 B58 3.0T / 600 HP 0 78 78
555 Jeyhun Suleymanov BMW E36 M113 5.0 / 306 HP 0 64 64
40 Irakli Berulava BMW E92 Rocket Bunny N54 3.0T / 450 HP 0 0 0


ჩემპიონატის ლიდერმა, ირაკლი შალიკაშვილმა ვარჯიშებზე ხელი დაიზიანა და 1 ხელით ვერ შესძლო იმ დონის ჩვენება, რის დემონსტრირებასაც მთელი წლის განმავლობაში ახდენდა. ამ ყველაფრის და უფრო მეტის ხილვას კი მალე ჩვენს Kiss the Wall-ის მე-5 სერიაში შესძლებთ.




ამ დღეს გიორგი კოდუამ თავისი ძმა ნოდო კოდუა პირველად დაამარცხა. ნახევარფინალში ნუკრი სალიასთან, ფინალში კი გიორგი გრიგალაშვილთანაც შესძლო გამარჯვების მოპოვება. მე-3 ადგილი კი გიგა კალანდიამ დაიკავა, რომელმაც ჯერ ირაკლი ბერულავა, შემდეგ კი ნუკრი სალია დაამარცხა.



ღონისძიება საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის ლიცენზიით და საქართველოს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანადგომით ტარდება.

გთავაზობთ ღონისძიების LIVE ჩანაწერს: