სიახლეები

საქართველო

ნოდო კოდუა DMEC ავსტრიაში

ივნ 19, 2022
ნოდო კოდუა DMEC ავსტრიაში
ძალიან მაღალი დონის და სტაბილური სანახაობა შემოგვთავაზა ნოდო კოდუამ ევროპის ჩემპიონატის ეტაპზე, რომელიც 18-19 ივნისს ავსტიაში ჩატარდა. საკვალიფიკაციო დავალება საკმაოდ კარგად შეასრულა და ჩვენი აზრით პირველ გარბენზე მეტი ქულები ეკუთვნოდა. ტოპ-32-ში კი ძველ ოპონენტს პაველ კორპულინსკის შეხვდა, სადაც რევანში შედგა და გამარჯვებაც დამაჯერებლად მოვიპოვეთ! ტოპ-16-ში კი ex-ევროპის ჩემპიონი ადამ ზალევსკი შეგვხვდა. აი აქ კი, როგორც კომენტატორებმა აღნიშნეს - დღის ყველაზე სანახაობრივი გარბენი შედგა! დავმარცხდით, თუმცა საუკეთესოსთან! ადამ ზალევსკი კი 25 ივნისს საქართველოს დრიფტის სერიების მე-2 ეტაპზე ჩამოვა და იმსაჯებს ქართველ ჟიურისთან ერთად! წარმატება ვუსურვოთ უნიჭიერეს ნოდო კოდუას შემდეგ ეტაპებზე, როგორც საქართველოს ჩემპიონატზე, ასევე ევროპის ქალაქებში!




საკვალიფიკაციო გარბენი N1



საკვალიფიკაციო გარბენი N2



Top-32



Top-16