სიახლეები

საქართველო

ნოდო კოდუა 2021-შიც არ აპირებს პოზიციების დათმობას!

აპრ 13, 2021
ნოდო კოდუა 2021-შიც არ აპირებს პოზიციების დათმობას!

🏆⭐️საქართველოს დრიფტის სერიები 2021 - ის პირველი ეტაპი ნოდო კოდუას გამარჯვებით დასრულდა.
11 აპრილს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, BMW Club Georgia-ს ორგანიზებითა და საქართველოს საავოტმობილო სპორტის ფედერაციის მხარდაჭერით, ორ კლასში საქართელოს დრიფტის ჩემპიონატი ჩატარდა. ⚙️🔧ღონისძიებაში პრო PRO და PRO2 ავტომრბოლელების უპრეცედენტოდ რეკორდული სარეგისტრაციო რაოდენობა დაფიქსირდა. ⛈🌤 შეჯიბრების განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალა ამინდი, ამ ფაქტორმა ღონისძიებას მეტი დაძაბულობა, ინტერესი და სირთულე შესძინა, რადგან 32 არალიცენზირებული დრიფტერი პროფესიონალებს შორის ადგილის დასაკავებლად, ხოლო ლიცენზირებული 20 დრიფტერი ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის იბრძოდა PRO2 კლასში საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა:

🥇ადგილი - სიმონ გუნცაძე
🥈ადგილი - ნიკა კაკიაშვილი
🥉ადგილი - ჯაბა სოროზანიშვილი

💨🌪 გაცილებით დაძაბული და სანახაობრივი ბრძოლა გაიმართა პროფესიონალთა რიგებში. შეჯიბრების ერთ-ერთი ფავორიტი მონაწილეები ნოდო კოდუა და ვახო ხურციძე ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდნენ, სადაც ნოდო კოდუამ გამარჯვება მოიპოვა და პირველი ადგილი დაიკავა. PRO კლასში საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა:

🥇ადგილი - ნოდო კოდუა
🥈 ადგილი - ვახო ხურციძე
🥉 ადგილი - დავით ნუცუბიძე

📸📷ასევე სარბოლო ტრასების მიმდებარედ მოეწყო ექსკლუზიური ავტომობილების გამოფენა, სადაც მაყურებელბს მათი ახლოს ნახვისა და ფოტოების გადღების შესაძლებლობა ჰქონდათ. 📆📌აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 4-5 სექტემბერს დრიფტის ევროპის ჩემპიონატის ფინალი თბილისში, ბარათაშვილის ხიდზე გაიმართება, სადაც საქართველოს სახელით ნოდო კოდუა და მევულდ მელაძე მიიღებენ მონაწილეობას. 🎫🎗აღნიშნულიდან გამომდინარე, ორგანიზატორებმა დააწესეს გრანდიოზული პრიზი პირველი და მეორე ეტაპის 2 გამარჯვებული დრიფტერისთვის, ისინი Wild Card-ის მეშვეობით შეუერთდებიან ევროპის ჩემპიონატს და საქართველო 4 მრბოლელით წარსდგება მსოფლიოს საუკეთესო დრიფტერების წინააღმდეგ 🏆🇬🇪💨