სიახლეები

საქართველო

Fastest Drift 2021 ნოდოს გამარჯვებით დასრულდა

სექ 21, 2021
Fastest Drift 2021 ნოდოს გამარჯვებით დასრულდა

18-19 სექტემბერს - საქართველოს დრიფტის სერიების (იგივე ეროვნული ჩემპიონატის) II ეტაპს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომმა უმასპინძლა. BMW Club Georgia-ს დაორგანიზებულ ღონისძიებაზე 16 PRO და 20 PRO2 დრიფტერი იღებდა მონაწილეობას.

 ეს იყო ძალიან სწრაფი სარბოლო მონაკვეთი, რომელიც პირველად 2014 წელს ჩატარდა და მის შემდეგ საკმაოდ მოთხოვნადი იყო დრიფტერებს შორის. საშუალო მოწყვეტის სიჩქარე 145 კმ/სთ იყო. რბოლაც საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი გამოვიდა. 



აქვე წარმოგიდგენთ ჩვენ სპონსორებს:
⭐ SOCAR Georgia Petroleum
⭐ კროკობეთი
⭐ ანაგი დეველოპმენტი
⭐ Lenovo Georgia
⭐ Drive - Energy Drink

გამარჯვებულებს სოკარ ჯორჯია პეტროლეუმისგან გადაეცათ 1 ტონა საწვავი და ასევე მრბოლელებს საშუალება ქონდათ უფასოდ ჩაესხათ საწვავი საკუთარ ავტომობილებში.

სახელმწიფო რეგულაციებიდან გამომდინარე ღონისძიება ადგილზე დამსწრე მაყურებლის გარეშე ჩატარდა, რაც ძალიან რთული იყო როგორც ორგანიზატორებისთვის, ასევე მრბოლელებისთვის. გულშემატკივრობა LIVE-ის საშუალებით იყო შესაძლებელი, რომელიც ოფიციალურ ინტერნეტ გვერდებზე გიორგი სარიშვილის კომენტირებით გავრცელდა.

შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:

☢ PRO Class
🥇 ნოდო კოდუა - BMW E82 1M
🥈 ალექსანდრე ხეროდინაშვილი - Nissan Silvia S14
🥉 გუგა კირვალიძე - BMW E36

🔰
PRO2 Class
🥇 გიგა კალანდია - Nissan 200sx
🥈 სიმონ გუნცაძე - BMW E92
🥉 ნიკა კაკიაშვილი - Nissan Silvia S15

სატურნირო ცხრილი კი შემდეგნაირად გამოიყურება: