სიახლეები

მსოფლიო

Drift Masters 2021-ის ფინალის ლოკაცია | თბილისი

თებ 10, 2021
Drift Masters 2021-ის ფინალის ლოკაცია | თბილისი
















ორგანიზატორები რამოდენიმე წელი ვცდილობდით ამ პროექტის საქართველოში ჩამოტანას, რაც საბოლოოდ 2021-ში გახდა შესაძლებელი. ნება მოგვეცით უფრო დეტალურად მოგიყვეთ დაგეგმილი ზონების, აქტივობის და სპორტული დავალების შესახებ.
მანამდე კი მოგახსენებთ პროექტის ხელმძღვანელებს: 

ორგანიზატორი: LLC Georgian Drift Series
მევლუდ მელაძე (meladzemevlud@gmail.com)
გიგი ტუღუში (gt@bmw.ge)
საკონტაქტო ნომერი: +995 593 777 447

დრიფტ მასტერსის ევროპის ჩემპიონატის ორგანიზატორებს და საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციას შორის უკვე გაფორმებულია მემორანდუმი თანამშრომლობის და ფინალის 4-5 სექტემბერს, თბილისში, კერძოდ კი ბარათაშვილის ხიდზე ჩატარებაზე. ამ მომენტში კი ფორმდება ხელშეკრულებები თბილისის მერიასთან და სპორტის სამინისტროსთან. ძალიან დიდი მადლობა საქართველოს მთავრობას, რომ საშუალებას გვაძლევს მსოფლიო დონის ღონისძიების საქართველოში ჩატარების.

გთავაზობთ ევროპის ჩემპიონატის კალენდარს:



წარმოგიდგენთ ღონისძიების ტექნიკურ სქემას, სადაც განსხვავებული ფერებით გამოყოფილია სპეციალური ზონები:
ყვითელი - ქვეითთა გადაადგილების ზონა.
მწვანე - VIP პარკინგი.
ცისფერი - პარკირების ზონა.
ლურჯი - ბილეთიანი გულშემატკივრისთვის ნებადართული ზონები: 3 ტრიბუნა, დრიფტერების ზონა, კომერციული ზონა.
იასამნისფერი - სარბოლი ზონა.



ამ სურათზე თქვენ ხედავთ სარბოლო ტრაექტორიის სტარტს, გასახურებელ ზონას და დრიფტერების რიგისთვის განკუთვნილ პარკინგს.
პირველ მოსახვევში განთავსდება ტრიბუნა N1, რომლიდანაც ულამაზესი ხედით გამოჩნდება დრიფტის სტარტი და ფინიში.🏁



ფოტოზე აღნიშნულია საგამოფენო და კომერციული ზონები, რომელიც დაიწყება კოლმეურნეობის მოედნიდან და გაგრძელდება იუსტიციის სახლამდე. (დეტალები გამოქვეყნდება www.driftseries.ge-ზე)
დრიფტერებისთვის განკუთვნილი იქნება 300 მეტრი სიგრძის დახურული პარკი, რომელიც დაიწყება იუსტიციის სახლთან და დასრულდება სასტუმრო "ამბასადორთან".
ხიდზე გადასვლისთანავე იდგება ტრიბუნა N2, რომლიდანაც გამოჩნდება დრიფტის შუა ტრაექტორიები და ფინიში. ასევე ამ ტრიბუნის წინ განთავსდებიან მრბოლელები გარბენებში გამარჯვებულის გამოსავლენად.
იმისათვის, რომ გულშემატკივარს არ გამორჩეს არც ერთი მომენტი - ყველა ტრიბუნის წინ იქნება დადგმული დიდი მონიტორი.
მედიის წარმომადგენლებისთვის კი ეს ხიდი საყვარელი ადგილი იქნება ისტორიული კადრების გადასაღებად.



იუსტიციის სახლის წინ განთავსებულ ზონაზე / მოედანზე მოეწყობა ოფიციალური გახსნა და შოუ პროგრამა. საფეხმავლო ხიდის წინ განთავსდება ტრიბუნა N3, ხოლო ხიდი კი განკუთვნილი იქნება აკრედიტირებული მედიისთვის.
პარკინგის ზონები განკუთვნილი იქნება სტუმრად მოსული გულშემატკივრისთვის.
ესტაკადაზე განთავსდება მსუბუქი კონსტრუქციის საგამოფენო / კომერციული ტენტები, სადაც გადაადგილებას შეძლებს ნებისმიერი გულშემატკივარი.



მიმდინარეობს მუშაობა ღონისძიების დროს ავტომობილების გადაადგილების ალტერნატიურ გზებზე, რომელიც თანხმდება თბილისის მერიასთან
გარდა 4 და 5 სექტემბერს დაგეგმილი შეჯიბრისა -  ღონისძიებამდე და მის მერე მოეწყობა პრომო მსვლელობები ქალაქის ქუჩებში. 
ეს იქნება დრიფტის სამყაროში უპრეცენდენტო მოვლენა:

● უპრეცენდენტო რბოლა ქალაქის ცენტრალურ, ისტორიულ ადგილზე.
● არამხოლოდ ევროპის, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 50 საუკეთესო დრიფტერი ერთ შეჯიბრზე.
● 4 ქართველი დრიფტერი მსოფლიო ვარსკვლავების წინააღმდეგ.
● დრიფტის მილიონობით გულშემატკივრის ყურადღების მობილიზება ერთ წერტილზე - საქართველოზე - თბილისზე - ბარათაშვილის ხიდზე.

დიდი მადლობა ჩვენს ერთგულ გულშემატკივარს! 
დეტალურ ინფორმაციას დაელოდეთ ჩვენს ვებ-გვერდზე driftseries.ge ან დაგვიმეგობრდით Facebook-ზე